განსაკუთრებული საჭიროების მქონე დროებით დევნილი მოზარდები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ეწვივნენ

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დროებით დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდები, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ეწვივნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის „თოჯინების ისტორია“ ფარგლებში, ახალგაზრდა მონაწილეებმა თოჯინები საკუთარი ხელით შექმნეს.

ღონისძიების ბოლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ბექა ღვაჩლიანმა და სააგენტოს დირექტორმა ანეტა კიტიამ ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიება აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ქვეპროგრამა „სიყვარულით თქვენთვის“ ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები