თეთრი სახლი: ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელის ქმედებებს ღაზაში
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სრულიად უჭერს მხარს ისრაელის საბრძოლო განახლებას ღაზაში, საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების შესახებ,- ამის შესახებ, განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა და “ჰამასი” ძალადობაში დაადანაშაულა.
“ის სრულად უჭერს მხარს ისრაელს და IDF-ს და იმ ქმედებებს, რომლებიც მათ განახორციელეს ბოლო დღეებში. პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განუცხადა “ჰამასს”, რომ თუ ისინი არ გაათავისუფლებდნენ ყველა მძევალს, მათთვის ჯოჯოხეთი იქნებოდა და სამწუხაროდ, “ჰამასმა” ადამიანების სიცოცხლით თამაში არჩია”,- განაცხადა ლევიტმა.
შეგახსენებთ, ისრაელმა 19 მარტს ღაზას სექტორზე საომარი მოქმედებები განაახლა. ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, ისრაელის თავდასხმას ამ დროისთვის 504 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 190-ზე მეტი ბავშვი.