აბუ-დაბიში საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე წარდგა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, რიგით მე-13 კონგრესზე, საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ომანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარისა და სხვა ქვეყნების კომპანიები გაეცნენ.

კონგრესის ფარგლებში, საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრებმა 30-მდე შეხვედრა გამართეს პოტენციურდამკვეთებთან საქართველოში მსხვილი ღონისძიებების, კონგრესებისა და კონფერენციების ჩატარების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები