ზელენსკი: ტრამპთან არ მისაუბრია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის თაობაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ მან დონალდ ტრამპთან ზაპოროჟიეს ან სხვა ატომური ელექტროსადგურების შეერთებული შტატებისთვის გადაცემის საკითხი განიხილა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან 20 მარტს ოსლოში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გაჰრ სტრიორთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, გუშინდელი სატელეფონო საუბრისას ტრამპმა მას ჰკითხა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესახებ.

„მას ვუთხარი, რომ თუ არ არის უკრაინული, არავისთვის არ იმუშავებს. ეს უკანონოა და ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია, განვკარგოთ ეს სადგური, რადგან არის სახელმწიფო საკუთრებაში. უკრაინა მზად არის, განიხილოს უკრაინული ბირთვული ელექტროსადგურების ინვესტიციების საკითხი და მათი მოდერნიზაცია, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპთან საკუთრების საკითხზე არ გვისაუბრია“, – აცხადებს ზელენსკი.

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა განიხილოს უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებში ინვესტიციების და მათი მოდერნიზაციის საკითხი.

„მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ განგვიხილავს საკუთრების საკითხი პრეზიდენტ ტრამპთან“, – დასძინა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები