საქართველო-სომხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი დაიწყო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ „პლეი ოფის“ პირველ შეხვედრას სტუმრად სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან მართავს.
მატჩი ერევანში, ვაჟგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე მიმდინარეობს.
ნაკრების ძირითად შემადგენლობაში არიან: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა გოგლიჩიძე, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე.
ორმატჩიანი პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი, თბილისში, 23 მარტს გაიმართება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.