სომხეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სომხეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია.
ნაკრების ძირითად შემადგენლობაში არიან: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა გოგლიჩიძე, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე.
ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაზე საქართველოს ნაკრებს სომხეთი უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ორმატჩიანი პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი, თბილისში, 23 მარტს გაიმართება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.