“გამოცხადებულია ტენდერი, სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცვლისთვის, რაც გულისხმობს უკვე მოძველებული, ხარისხობრივად გაფუჭებული სახელმძღვანელოების გამოცვლას და შემდეგი წლისთვის განახლებულის მიწოდებას” – განათლების მინისტრი

“გამოცხადებული ტენდერი ეხება სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცვლას, რაც გულისხმობს უკვე მოძველებული, ხარისხობრივად გაფუჭებული სახელმძღვანელოების გამოცვლას და შემდეგი სასწავლო წლისთვის განახლებული სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის მიწოდებას”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ სასკოლო სახელმძღვანელოების განახლებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ასევე, წელს ხდება სასკოლო სტანდარტების განახლება და განახლებულ სტანდარტებს მოჰყვება ახალი სახელმძღვანელოების ბეჭდვა.

„რაც შეეხება არსობრივად განახლებულ სასკოლო სახელმძღვანელოებს, წელს ხდება სასკოლო სტანდარტების განახლება და უკვე განახლებულ სტანდარტებს მოჰყვება ახალი სახელმძღვანელოების ბეჭდვა. განახლებული სტანდარტები უკვე მომზადებულია სამინისტროს მიერ და ველოდებით სასკოლო საზოგადოების უკუგებას. უკუგების და საჯარო დისკუსიების დამთავრების შემდეგ, ჩვენ უკვე დავამტკიცებთ ახალ სტანდარტებს.

ახალ სტანდარტებს ასევე მოჰყვება კონცეფციები. პირველად განათლების სამინისტრო, არა მხოლოდ სტანდარტებს მიაწვდის ავტორებს, რომლებიც დაწერენ ახალ სახელმძღვანელოებს, არამედ ასევე მიაწვდის კონცეფციას, სტანდარტების უფრო გავრცობილ ვერსიას, თუ რას უნდა ემყარებოდეს ახალი სახელმძღვანელოები და შემდეგ უკვე მოხდება ახალი თაობის წიგნების დაბეჭდვა. სავარაუდოდ იქნებიან ახალი ავტორებიც და გამომცემლებიც, რომლებიც მოამზადებენ ახალ წიგნებს“, – აღნიშნა წულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები