ისრაელის თავდასხმებს ღაზაზე 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გასული ღამის განმავლობაში, ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების დროს, ღაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებზე, სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა- მათ შორის ქალები და ბავშვები.

მას შემდეგ, რაც ისრაელმა სამშაბათს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 436 პალესტინელის, მათ შორის 183 ბავშვის დაღუპვის შესახებ იუწყება.

საკუთარი გეგმების შესახებ ისრაელის მაღალი რანგის სამხედროებმა ისაუბრეს. “ცაჰალი” განმარტავს, რომ ოპერაციის მიზანი ბუფერული ზონის გაფართოებაა.

ამასთან, ღაზაში მყოფი ისრაელელი ტყვეების ოჯახებმა განაცხადეს, რომ ისინი “გაბრაზებულნი” არიან ნეთანიაჰუს მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაედო უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი, რადგან ისინი მოელოდნენ მათი ნათესავების ბედის გადაწყვეტას. მათ დაამატეს, რომ გასული კვირების განმავლობაში ნეთანიაჰუსთან და მის კაბინეტთან შეხვედრის მოწყობის მრავალი მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები