თურქეთში, სტამბოლის დაკავებული მერის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო, 37 ადამიანი დააკავეს
თურქეთში სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტების გამო 37 ადამიანი დააკავეს, – ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“თურქეთის ხელისუფლებამ დაადგინა 261 სოციალური მედიის ანგარიში, მათ შორის 62 საზღვარგარეთ, სადაც დანაშაულისა და სიძულვილის წაქეზების პროვოკაციულ პოსტები ვრცელდებოდა”, – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ.
მინისტრმა დასძინა, რომ დაკავებიდან 24 საათის განმავლობაში, იმამოღლუს შესახებ 18,6 მილიონი პოსტი იქნა გაზიარებული სოციალურ პლატფორმა X-ზე.
იერლიკაიას განცხადებით, კიბერდანაშაულის დეპარტამენტისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად დააკავეს 37 ეჭვმიტანილი, მიმდინარეობს სხვა ეჭვმიტანილების გამოსავლენად მუშაობა.