ტყის კოდექსის პროექტის შემუშავებაზე პირველი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ტყის კოდექსის პროექტის შემუშავებაზე პირველი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი სომხიშვილმა გახსნა.
ღონისძიებაზე პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, სატყეო სექტორში არსებული საკანონმდებლო ბაზა განიხილეს.
განხილვაზე მიღებულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ტყის ახალი კოდექსის შემუშავების პროცესში გაითვალისწინებენ.
შეხვედრის მიზანს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობისა და კანონპროექტის განხილვაში მათი ჩართვის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
ტყის ახალი კოდექსის შემუშავება ტყის მდგრადი მართვის ძირითად პრინციპებს დაეფუძნება. პროექტს ENPI-FLEG-II პროგრამის ფარგლებში ევროპის კავშირის დახმარებით საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა განახორცილებს.