ჭეიშვილი – ნიკა გილაურის კომპანიის მიერ ლობისტების დაქირავებაზე: ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანს გარკვეული პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს

“ნებისმიერი განცხადება, რომლითაც ის ცდილობს, შექმნას ილუზია იმისა, რომ ემიჯნება და არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან კონკრეტული ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანს გარკვეული პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს,” – ამის შესახებ ნიკა გილაურის მხრიდან ამერიკული ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

“კვლავაც შეეცდებიან სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსების დახმარებით მოახდინონ ქვეყნის შიდა საქმეებში ნეგატიური ჩარევა, რომ ამ ფორმითაც შეეცადონ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას,” – აღნიშნა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა გილაურის კომპანია “რეფორმატიკსი” ლობისტური საქმიანობისთვის ამერიკულ კომპანია Continental Strategy-ის სამართლებრივი, პოლიტიკური და კომუნიკაციის სტრატეგიებზე რჩევებისა და კონსულტაციებისთვის ნახევარ წელიწადში 600 000 დოლარს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები