ლევან მახაშვილი რუმინეთში ვიზიტზე: დღეს ჩვენ გავაგრძელებთ პარლამენტში შეხვედრებს, ორივე პალატაში, როგორც მაღალი თანამდებობის პირებთან, ასევე ჩვენს უშუალო კოლეგებთან
„დღეს ჩვენ გავაგრძელებთ პარლამენტში შეხვედრებს, ორივე პალატაში, როგორც მაღალი თანამდებობის პირებთან, ასევე ჩვენს უშუალო კოლეგებთან,“- ამის შესახებ, „ქრონიკას“ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, რუმინეთში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, რუმინეთი დაინტერესებულია პოლიტიკურ-ეკონომიკური, კულტურული, სამხედრო თვალსაზრისით ურთიერთობების გაღრმავებით.
„დღეს ჩვენ გავაგრძელებთ პარლამენტში შეხვედრებს. ორივე პალატაში, როგორც მაღალი თანამდებობის პირებთან, ასევე ჩვენს უშუალო კოლეგებთან სხვადასხვა კომიტეტში. ვისაუბრებთ სექტორულ მიმართულებაზე, ვისაუბრებთ მეგობრობის ჯგუფებს შორის რა შეიძლება დავგეგმოთ უახლოეს მომავალში. რუმინეთი დაინტერესებულია პოლიტიკურ-ეკონომიკური, კულტურული, სამხედრო თვალსაზრისით ურთიერთობების გაღრმავებით და საპარლამენტო დიპლომატიის ნაწილი ამ შემთხვევაში იქნება, რა თქმა უნდა, აქტიურად გამოყენებული, მათ შორის რუმინეთში, რომ მთავრობასთან ერთად ჩვენ ეს კავშირები გავაძლიეროთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.