მაია ბითაძე გილაურის მიერ აშშ-ში ლობისტური კომპანიის დაქირავებაზე: გასაოცარია, რომ საქართველოს მოქალაქე აპირებს 600 ათასი დოლარის დახარჯვას იმაში, რათა საკუთარ სამშობლოს ძირი გამოუთხაროს

„გასაოცარია, რომ საქართველოს მოქალაქე აპირებს 600 ათასი დოლარის დახარჯვას იმაში, რათა საკუთარ სამშობლოს ძირი გამოუთხაროს და ხელი შეუშალოს მის სამომავლო განვითარებას,“ – ამის შესახებ, „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ, ნიკა გილაურის მიერ აშშ-ში ლობისტური კომპანიის დაქირავების საკითხის შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმით, ეს ძალიან დამახასიათებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

„გასაოცარია, რომ საქართველოს მოქალაქე აპირებს 600 ათასი დოლარის დახარჯვას იმაში, რათა საკუთარ სამშობლოს ძირი გამოუთხაროს და ხელი შეუშალოს მის სამომავლო განვითარებას. თუმცა, ეს ძალიან დამახასიათებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ნიკა გილაური, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არ შეუწყვეტია, ბუნებრივია პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, გვევლინება, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებლად, ვიტყოდი ანტილობისტური კამპანიისა საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ მიუხედავად დახარჯული მილიონებისა და შეიძლება მილიარდებისა, წლების განმავლობაში, რასაც „ნაციონალურმა მოძრაობა“ იღებდა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველა მათი ქმედება დასრულდა კრახით“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

ცნობისთვის, ექვს თვეში ექვსასი ათასი დოლარი – ნიკა გილაურმა ლობისტური კომპანია დაიქირავა. დოკუმენტები ამერიკულ „ფარაზეა“ გამოქვეყნებული. კონტრაქტი გაფორმდა 20 თებერვალს, დაქირავებულმა კომპანიამ კი უნდა უზრუნველყოს კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები