ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა გილაურის მიერ აშშ-ში ლობისტური კომპანიის დაქირავებაზე: ფულს ხარჯავენ უცხოეთში საქართველოს იმიჯის გასანადგურებლად
„ფულს ხარჯავენ უცხოეთში, საქართველოს იმიჯის გასანადგურებლად, საქართველოს დასაზიანებლად და ფიქრობენ, რომ ამით ისინი მოახერხებენ ხელისუფლებაში მოსვლას,“ – ამის შესახებ „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, ნიკა გილაურის მიერ აშშ-ში ლობისტური კომპანიის დაქირავების საკითხის შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, მაგრამ არის ქართველთა ეს კატეგორია, რომელსაც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, რომელიც სწორედ ამ გზით მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ.
„ფულს ხარჯავენ უცხოეთში საქართველოს იმიჯის გასანადგურებლად, საქართველოს დასაზიანებლად და ფიქრობენ, რომ ამით ისინი მოახერხებენ ხელისუფლებაში მოსვლას. სამწუხაროა, მაგრამ არის ქართველთა ეს კატეგორია, რომელსაც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, რომელიც სწორედ ამ გზით მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ექვს თვეში, ექვსასი ათასი დოლარი – ნიკა გილაურმა ლობისტური კომპანია დაიქირავა. დოკუმენტები ამერიკულ „ფარაზეა“ გამოქვეყნებული. კონტრაქტი გაფორმდა 20 თებერვალს, დაქირავებულმა კომპანიამ კი უნდა უზრუნველყოს კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე.