ირაკლი კობახიძე: არც ერთი „ნაცი“ არც ერთ თანამდებობაზე გულისხმობს მათ შორის იმასაც, რომ არც ერთ „ნაცს“ არ უნდა ერქვას საქართველოს პარლამენტის წევრი, დიდი იმედი მაქვს, გახარიას პარტიასაც მოუწევს საპარლამენტო მანდატების დატოვება

პარლამენტში დღეს არის 3+1 პარტია წარმოდგენილი, იმედია, საბოლოოდ დარჩება სამი პოლიტიკური პარტია, იმიტომ, რომ არც გახარიას პარტიას არაფერი ესაქმება საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არც ერთი „ნაცი“ არც ერთ თანამდებობაზე გულისხმობს მათ შორის იმასაც, რომ არც ერთ „ნაცს“ არ უნდა ერქვას საქართველოს პარლამენტის წევრი.

„არც ერთი „ნაცი“ არც ერთ თანამდებობაზე, ეს გზავნილი მე გავაჟღერე 2 წლის წინ. არც ერთი „ნაცი“ არც ერთ თანამდებობაზე გულისხმობს მათ შორის იმასაც, რომ არც ერთ „ნაცს“ არ უნდა ერქვას საქართველოს პარლამენტის წევრი. დიდი იმედი მაქვს, რომ გახარიას პარტიასაც მოუწევს საპარლამენტო მანდატების დატოვება, თუმცა მათგან ყველანაირი ნაბიჯი არის მოსალოდნელი. არ გამოვრიცხავ, რომ დარჩნენ პარლამენტში, იმდენად სამარცხვინო ხალხი არიან, რომ იმათაც კი სჯობნიან სამარცხვინოობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები