პესკოვმა არ გამორიცხა, რომ პუტინისა და ტრამპის შეხვედრა საუდის არაბეთში შედგეს

არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართოს, თუმცა სამიტის ადგილის შესახებ ინფორმაციას ჯერ არ არის დაზუსტებული, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა TASS-ს განუცხადა.

„ეს ვარიანტი გამორიცხული არ არის. მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ არსებობს“, – განაცხადა კრემლის სპიკერმა კითხვაზე, განიხილეს თუ არა პოტენციური სამიტის ადგილის ვარიანტები და იყო თუ არა საუდის არაბეთი შესაძლო ვარიანტი, როგორც ეს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა განაცხადა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფმა Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთ-აშშ-ის ორმხრივი სამიტი შესაძლოა, საუდის არაბეთში ჩატარდეს. მისი თქმით, არ შეუძლია პუტინისა და ტრამპის სახელით ილაპარაკოს, მაგრამ „მისი საუკეთესო ფსონი ის არის, რომ ეს მოხდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები