ტრამპი: ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისთან

FILE PHOTO: U.S. President Donald Trump signs documents as he issues executive orders and pardons for Jan. 6 defendants in the Oval Office at the White House on Inauguration Day in Washington, U.S., January 20, 2025. REUTERS/Carlos Barria/File Photo

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, განხილვის დიდი ნაწილი დაეფუძნა გუშინ პრეზიდენტ პუტინთან ჩატარებულ ზარს, რათა რუსეთსა და უკრაინას შორის მოთხოვნები და საჭიროებები ერთმანეთს დაუახლოვდეს.

„ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. სატელეფონო საუბარი დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. განხილვის დიდი ნაწილი დაეფუძნა გუშინ პრეზიდენტ პუტინთან ჩატარებულ ზარს, რათა რუსეთსა და უკრაინას შორის მოთხოვნები და საჭიროებები ერთმანეთს დავუახლოოთ. ჩვენ სწორ გზაზე ვიმყოფებით და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკლ უოლცს ვთხოვ, წარმოადგინონ ზუსტი აღწერა განხილული საკითხების შესახებ. ეს განცხადება მალე გამოქვეყნდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები