სტივ უიტკოფი: უკრაინაში ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევა რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი
სულ რამდენიმე კვირაში უკრაინაში ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევა იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომლის სიტყვებსაც Clash Report-ი ციტირებს.
„მე მჯერა, რომ პუტინი კეთილსინდისიერად მოქმედებს. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ცეცხლის სრულ შეწყვეტას უკრაინაში რამდენიმე კვირაში“, – თქვა მან.
უიტკოფმა დასძინა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობა აშშ-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.