9 თვის შემდეგ, NASA-ს ორი ასტრონავტი დედამიწაზე დაბრუნდა

NASA-ს ასტრონავტები, სუნიტა უილიამსი და ბარი ვილმორი დედამიწაზე SpaceX Dragon-ის კაფსულით დაბრუნდნენ, მას შემდეგ, რაც კოსმოსში ცხრა თვე გაატარეს.

17-საათიანი ფრენის შემდეგ, Space X-ის Crew Dragon-ი ფლორიდის სანაპიროსთან დაეშვა.

უილმორი და უილიამსი, რომლებმაც კოსმოსში 286 დღე გაატარეს, NASA-ს ჰიუსტონის ცენტრში გაივლიან სამედიცინო გამოკვლევებს. ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ივნისში გაემგზავრნენ Boeing-ის კოსმოსური ხომალდი Starliner-ით. ასტრონავტებს სადგურზე რვა დღე უნდა გაეტარებინათ და იმავე ხომალდით დაბრუნებულიყვნენ. თუმცა, წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების გამო, მათ ვერ შეძლეს Starliner-ის გამოყენება დედამიწაზე დასაბრუნებლად.

აგვისტოში NASA-მ გამოაცხადა თავისი საბოლოო გადაწყვეტილება, რომ თავისი ასტრონავტების დედამიწაზე დასაბრუნებლად გამოიყენებდა კომპანია SpaceX-ის ხომალდს, რომელიც Boeing-ის მთავარი კონკურენტია.

როგორც უცხოური მედია იუწყება, ეს კომპანია Boeing-ის კოსმოსური პროგრამისთვის დიდი დარტყმა იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები