ზელენსკი – დღეს მექნება სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან
ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს. მე დღეს მექნება სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით პოზიციას, რომ ენერგეტიკის სექტორს არავითარი იარაღით არ შევუტიოთ. ველოდები, რომ გვექნება საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან, გავიგებთ პუტინთან საუბრის დეტალებს”,- აცხადებს ზელენსკი.
როგორც ცნობილია, ტრამპთან საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ 19 მარტს უკრაინა და რუსეთი 175 პატიმარს გაცვლიან. მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვმა პირობა დადო, რომ 23-ზე მეტი მძიმედ დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცს დააბრუნებს.
ასევე, ზელენსკიმ დაადასტურა, რომ პატიმრების გაცვლა მოხდება 19 მარტს და თქვა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი გაცვლა.
აღსანიშნავია, რომ ტრამპისა და პუტინის ზარიდან რამდენიმე საათის შემდეგ, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოვმა ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ მიაღწია რუსეთთან მოლაპარაკებებში და თქვა, რომ მოლაპარაკებები კვირას დაიწყება საუდის არაბეთში. მისივე თქმით, მოლაპარაკებებს, რომლებიც ჯედაში გაიმართება, უხელმძღვანელებენ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.