ტრამპი – “მე ნაციონალისტი ვარ, მაგრამ შეერთებული შტატებისთვის და არა ვინმე სხვისთვის”

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ მასზე უფრო ხისტი.

„მე ნაციონალისტი ვარ, მაგრამ მე ვარ ნაციონალისტი, შეერთებული შტატებისთვის და არა ვინმე სხვისთვის და ეს საინტერესოა, რადგან არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ ჩემზე უფრო ხისტი“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპი ფიქრობს, რომ მეგობრული ურთიერთობები ექნება როგორც ჩინეთთან, ასევე რუსეთთან.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ორივესთან მეგობრულად ვიქნებით. ჩინეთს ვაჭრობის კუთხით ჩვენ ძალიან ვჭირდებით, მაგრამ ჩვენ დეფიციტი უნდა გამოვასწოროთ. ახლა ჩინეთთან ტრილიონზე მეტი დოლარის დეფიციტი გვაქვს. ეს დაუჯერებელიც კი არის და ჩვენ ამასთან დაკავშირებით რაღაცას გავაკეთებთ, ხოლო რუსეთს სურს, რომ ჩვენი ეკონომიკური სიძლიერის ნაწილი ჰქონდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები