ტრამპი – ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დახმარების საკითხზე არ გვისაუბრია
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რთული იქნება, როგორც იცით, რუსეთს აქვს უპირატესობა,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
“რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა. ვფიქრობ, ეს რაღაც კარგის დასაწყისია. რეალურად, დასაწყისი სამი ან ოთხი კვირის წინ იყო. იცით, მე ვესაუბრე პუტინს, მაგრამ საუბარი ამით არ დაწყებულა. ჩვენ სხვა საუბრებიც გვქონდა“, – განაცხადა ტრამპმა.
უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტაზე საუბარი არ ყოფილა პუტინთან – ჩვენ ამაზე საერთოდ არ გვისაუბრია. უამრავ თემაზე ვისაუბრეთ, მაგრამ დახმარების შეწყვეტაზე არაფერი გვითქვამს”,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ტრამპმა დასძინა, რომ აშშ-სა და რუსეთს შეუძლიათ, აღადგინონ ეკონომიკური ურთიერთობები უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ.