სასჯელაღსრულების მინისტრი მოადგილის პოსტზე კახა კახიშვილს დღეს წარადგენს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დღეს ახალ პირველ მოადგილეს წარადგენს. წარდგენა უწყებაში 17:00 საათზეა დანიშნული. მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს კახა კახიშვილი დაიკავებს. კახიშვილი ამ დრომდე პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრს ხელმძღვანელობდა.