ვახტანგ ჩოჩია: მმართველი გუნდის ინიციატივით განხორციელდება შესაბამისი პროექტები, რომელიც მიმართული იქნება ახალგაზრდა თაობისთვის ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაში
,,მმართველი გუნდის ინიციატივით განხორციელდება შესაბამისი პროექტები, რომელიც მიმართული იქნება ახალგაზრდა თაობისთვის ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაში”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი, ვახტანგ ჩოჩია ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით აცხადებს.
მისივე თქმით, პროცესი კომპლექსურია.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ახალგაზრდების დაცვა, მათი ინტერესის გატარება და სწორედ ამ ინტერესიდან გამომდინარე შეიმუშავა ახალი გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა, რომელიც თავის მხრივ, გულისხმობს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დახვეწას და გამკაცრებას. ეს არ არის მარტივი პროცესი, კომპლექსური პროცესია და არ გულისხმობს მხოლოდ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემოტანას, არამედ მმართველი გუნდის ინიციატივით განხორციელდება შესაბამისი პროექტები, რომელიც მიმართული იქნება ახალგაზრდა თაობისთვის ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაში“, – აღნიშნა ჩოჩიამ.