ლევან მაჭავარიანი: ვამკაცრებთ კანონს ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, ისინი დაისჯებიან კანონის უმკაცრესი ფორმით

“ვამკაცრებთ კანონს ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ და ისინი დაისჯებიან კანონის უმკაცრესი ფორმით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მომხმარებლებისთვის დაინერგება პროგრამები, რომელიც მათ ამ სენის დამარცხებაში დაეხმარება.

„ამ შემთხვევაში საუბარი არის ნარკორეალიზატორების დასჯაზე და მე მგონი, არავის არ უნდა უკვირდეს თუ რატომ ვდგამთ ამ ნაბიჯზე. რაც შეეხება თვითონ ნარკომომხმარებლებს, ჩვენ ძალიან აქტიურ კამპანიას დავიწყებთ ჯანსაღი ცხოვრების შესახებ. ძალიან ბევრი პროგრამა დაინიცირდება, სადაც ნარკომომხმარებლები იქნებიან ჩართულები იმისთვის, რომ თავი დააღწიონ ამ სენს. და რა თქმა უნდა იქაც მიდგომა იქნება რადიკალურად განსხვავებული, მაგალითად, მარიხუანას და „ჰეროინის“ მოხმარებას შორის“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები