“დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ბატონ ჭოუ ციენს ვუმასპინძლე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
“აღვნიშნე, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, სტრატეგიული პარტნიორობა და უვიზო რეჟიმი ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნების მეგობრობის განმტკიცებას, აძლიერებს ხალხთაშორის კონტაქტებს, ბიზნეს ურთიერთობებსა და ეკონომიკურ თანამშრომლობას.
შეხვედრისას ყურადღება ასევე გავამახვილე ახალი, გლობალური გამოწვევების პირობებში მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და შუა დერეფნის განვითარების, უსაფრთხოებისა და ეფექტიანად ფუნქციონირების პროცესში საქართველოს როლზე”, – წერა ყაველაშვილი.