“პოლიტიკაში ადამიანს რაღაც მოქმედება უნდა ახლდეს და სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას შემდეგ განვითარება, მოქმედება არასოდეს ახლავს” – თაკო ჩარკვიანი
“სულ ეჭვი მეპარებოდა, რადგან პოლიტიკაში ადამიანს, რაღაც მოქმედება უნდა ახლდეს და სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას შემდეგ განვითარება, მოქმედება არასოდეს ახლავს”, – ამის შესახებ „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
„ხომ იცით, გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო. ასე დაემართა ოპოზიციას, ცხადია. დღეს რაც ხდება, ეს არის ოპოზიციის სისუსტე. მე ამას, რომ ვეუბნებოდი ხოლმე, ძალიან სწყინდათ. როდესაც ვსაუბრობ ოპოზიციაზე, მინდა წინასწარ შევთანხმდეთ, რომ ყველას კი არ ვგულისხმობ. რამდენჯერ გითხარით, იქ რომ გადაავლებ თვალს, ძალიან კარგი სახეების ამორჩევა შეიძლება, მაგრამ ისე იქმნება ხოლმე ვითარება, რომ ვიღაც იტყვის, მე ვარ ლიდერი, იმიტომ, რომ შეიძლება, ფინანსურად უფრო მეტად გამართული იყოს და ამიტომ თვლის, რომ ნაადრევად უნდა ილაპარაკონ პრემიერობაზე, ინსტიტუციაზე. არა, როდესაც ბრძოლა არის, როდესაც ჩვენ ვამბობთ, ეჭვი შეგვაქვს… ამაზე დიდი უბედურება, რომ ხელისუფლებას უთხრა, შენ ემსახურები რუსეთს… ხალხო, ეს რომ ვიღაცამ მითხრას, მე იმ დღეს უნდა მოვკვდე. ამიტომ როდესაც შენ ასე ეუბნები და მე ღრმად მჯერა, რომ იზოლაციაში ქვეყანას ტოვებს ეს ხელისუფლება, ესეიგი, შენ ასხამ რუსეთის წისქვილზე წყალს, მე შენ, რომ ამას გეუბნები, მე ქუჩიდან არ უნდა გავიდე. მარტო ერთი ცალი თამარ ჩარკვიანი კი არა. აბა, ერთი ცალი, იმ კონის არ იყოს, განა რა შემიძლია, თორემ იქ არ ვარ, მუდამ იქ ვართ სულ ყველა, ხომ? ბავშვები იქ არიან, თავს იკლავენ ეს ახალგაზრდები, მაგრამ ხომ ხედავთ, კლებაზე წავიდა. რატომ? იმიტომ, რომ არასწორად წავიდა პროცესი. იმიტომ, რომ ნაადრევად საბნის გადაწევა მოუგებელ ბრძოლაში არ შეიძლება, არ არის სწორი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.