საქართველოს 9 ქალაქში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გადამზადების კურსი ტარდება

ტურიზმის სფეროში, მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“- გადამზადების კურსი: თბილისში, ამბროლაურში, გორში, თელავში, თეთრწყაროში, ახალციხეში, ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში მიმდინარეობს.

ტრენინგებში, სასტუმროებისა და კვების ობიექტების 220 თანამშრომელი მონაწილეობს.

სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავს:

1. GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GHP ( ჰიგიენის პრაქტიკა) ;

2. წერილობითი პროცედურების (სტანდარტული ოპერირების პროცედურები) და სამუშაო ფორმების შემუშავება;

3. პერსონალის სავალდებულო სწავლების პოლიტიკა

4.სურსათის უვნებლობის პრინციპები, ჰიგიენა

5.HACCP სისტემის მიმოხილვა, მოსამზადებელი და დანერგვის ეტაპები

6. ალერგიის გამომწვევი, ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებები ან პროდუქტები;

7.მომხმარებლის ინფორმირებულობა, პრეტენზიების მართვა და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები