„მნიშვნელოვანია, რომ მედიის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისათვის გარანტიები იქნას მიღებული” – რატი იონათამიშვილი

“როგორც წესი, მედიის მიზანი არის არა ინფორმირებული მოქალაქე და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის, არამედ გარე დავალებების შესრულება, რაც ხშირ შემთხვევაში დეზინფორმაციისა და ცილისწამების გავრცელებასთან არის დაკავშირებული. ამიტომ ვფიქრობთ, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს მედია გარემოს საქართველოში”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

ის „მედიის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა, რაც გარკვეულ რეგულაციებს ითვალისწინებს.

„მნიშვნელოვანია, რომ მედიის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისათვის გარანტიები იქნეს მიღებული, რომელიც ერთის მხრივ მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფს ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს და სტანდარტებს, ხოლო მეორე მხრივ, დააზღვევს გარე დაფინანსებისაგან. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, მედიის მიზანი არის, არა ინფორმირებული მოქალაქე და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის, არამედ გარე დავალებების შესრულება, რაც ხშირ შემთხვევაში დეზინფორმაციისა და ცილისწამების გავრცელებასთან არის დაკავშირებული. ამიტომ ვფიქრობთ ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს მედია გარემოს საქართველოში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები