როგორი ამინდებია მოსალოდნელი 17 ოქტომბრამდე
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 17 ოქტომბრამდე თბილი ამინდები შენარჩუნდება, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დაახლოებით 26-27 გრადუსი იქნება.