“რადიო თავისუფლებისგან“ და „ამერიკის ხმისგან“ არაერთხელ მოგვისმენია, რომ საქართველოში დემოკრატია უკან მიდის და ახლა პანაშვიდებს უხდიან „რადიო თავისუფლებასაც“ და „ამერიკის ხმასაც“ – მაჭარაშვილი

“რადიო თავისუფლებისგან“ და „ამერიკის ხმისგან“ არაერთხელ მოგვისმენია, რომ საქართველოში დემოკრატია უკან მიდის და ახლა უკვე პანაშვიდებს უხდიან „რადიო თავისუფლებასაც“ და „ამერიკის ხმასაც“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„შაჰინის განცხადებაც გვახსოვს, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა არისო და ახლა უკან, პოლიტიკიდან საერთოდ თავად წავიდა. ასე ხდება, როცა უსამართლოდ იქცევი და განცხადებებს აკეთებ. ერთი კვირის წინ ინიციატორებს „მეგობარი აქტი“ თავზე გადაახიეს. შეუძლიათ, ასეთი სახის დოკუმენტები გადაკეცონ და არქივში შეინახონ, რაც იმაში გამოადგებათ, როგორი არ უნდა იყოს „მეგობარი აქტი“ სხვა ქვეყნების მიმართ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები