არჩილ გორდულაძე – ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: გუნდში ვმსჯელობთ მათ შორის მკურნალობის ფორმებთან დაკავშირებით, რომელზეც საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია

„ქართული ოცნების“ გუნდში ვმსჯელობთ მათ შორის მკურნალობის ფორმებთან დაკავშირებით, რომელზეც რა თქმა უნდა საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი ქართული გენოფონდის გადარჩენისკენ იქნება მიმართული.

„ეს ყველაფერი მიმართული არის იმისკენ, რომ გადავარჩინოთ ქართული გენოფონდი, რომელთა დაკავშირებითაც, მათ შორის თავსმოხვეული ე. წ. ფსევდო ლიბერალური მიდგომებიდან გამომდინარე ჩვენ ვხედავდით ათასგვარ კამპანიას, რომელიც მიმართული იყო თითქოს, რომ ძალიან პოპულარული უნდა გამხდარიყო ნარკოტიკების მოხმარება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები