გურამ მაჭარაშვილი: ნატოს გენერალურმა მდივანმა ძახილის ნიშანი დასვა უკვე, არამხოლოდ წერტილი, იმასთან დაკავშირებით, რომ აბსოლუტურად ტყუილად დაიწყეს, სამწუხაროდ ომი უკრაინაში
„ნატოს გენერალურმა მდივანმა ძახილის ნიშანი დასვა უკვე, არამხოლოდ წერტილი, იმასთან დაკავშირებით, რომ აბსოლუტურად ტყუილად დაიწყეს, სამწუხაროდ ომი უკრაინაში,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ამაზე ნატოს გენმდივნის ორი განცხადება მეტყველებს.
„ერთი, რომ უთხრა პირდაპირ ნატოს გენმდივანმა, დაივიწყოს უკრაინამ ნატოში გაწევრიანება და მეორე, შეთანხმების შემდეგ უკვე ამერიკამაც, ევროკავშირმაც უნდა აღადგინოს ნორმალური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. აქ დამთავრდა ის ილუზია და ზღაპრები, რასაც „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“ და აქაური კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავიანთ ამომრჩევლებს ეუბნებოდა ხოლმე“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ომის დასრულების შემდეგ დასავლეთის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას შეეხება.