ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია ძალიან რთულ ვითარებაშია, საბაბებს ეძებენ, თავიდან აიცილონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან იციან, რომ მათი რეიტინგი კიდევ უფრო მკვეთრად და დრამატულად შემცირებულია

„ოპოზიცია არის ძალიან რთულ ვითარებაში, ისინი საბაბებს ეძებენ, რომ თავიდან აიცილონ ამ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან იციან, რომ მათი რეიტინგი არის კიდევ უფრო მკვეთრად და დრამატულად შემცირებული, ვიდრე ეს იყო საპარლამენტო არჩევნების დროს,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ საკუთარ ამომრჩეველს იმედი გაუწბილა.

„არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა. იმ რაღაც აბსურდული განცხადებების, რომ თითქოს 400 ათასი ხმა გაყალბდა და ასი ათასი ადამიანი პირადობის გარეშე დავტოვეთ, ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინეს. ამითაც, რა თქმა უნდა, გული დაწყვიტეს თავიანთ ამომრჩეველს და მიხვდნენ, რომ მათ ტყუილში აცხოვრებენ. ახლა ღიად აცხადებენ, რომ მათ მთავარ მიზანს წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური დესტაბილიზაცია, დესტაბილიზაციის გამოწვევა და რა თქმა უნდა, ესეც მათ ამომრჩეველს კარგად ესმის, რომ მტრულ ძალებთან აქვთ საქმე“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის ოპოზიციის ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ისევ არ აპირებს. მიზეზად, ქვეყანაში პოლიტიკური მოცემულობის ცვლილებას ასახელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები