გურამ მაჭარაშვილი: კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ანასხლეტებმა არათუ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, არამედ საერთოდ უნდა გაქრნენ ქართული პოლიტიკიდან

„კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ანასხლეტებმა არათუ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, არამედ საერთოდ უნდა გაქრნენ ქართული პოლიტიკიდან,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიაც, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ქმედებებს იძიებს, ამას ემსახურება.

„ჩვენი, „ხალხის ძალის“ წერილები თუ კომენტარები ზუსტად ამას ემსახურება, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა გაქრეს ქართული პოლიტიკიდან. არჩევნებში მონაწილეობა კი არა, საერთოდ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ.

თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სწორი იმიტომ, რომ აუცილებლად შეივსება ის პოლიტიკური ველი, რომელსაც უკვე ტოვებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ისევ არ აპირებს. მიზეზად, ქვეყანაში პოლიტიკური მოცემულობის ცვლილებას ასახელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები