მაკრონი: რუსეთმა ახლა უნდა მიიღოს აშშ-უკრაინის წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთმა ახლა უნდა მიიღოს აშშ-უკრაინის წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, უკრაინაში რუსული აგრესია უნდა დასრულდეს.

„დღეს ველაპარაკე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, ჯიდაში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის შეთანხმების შედეგად მიღწეული პროგრესის შესახებ.

რუსეთმა ახლა უნდა მიიღოს აშშ-უკრაინის წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინაში რუსული აგრესია უნდა დასრულდეს. დარღვევები უნდა დასრულდეს. ასევე უნდა დასრულდეს გამჭიანურებელი განცხადებები.

ამ ხუთშაბათს, პარიზის შეხვედრაზე შეიარაღებული ძალების ორმოცამდე შტაბის უფროსი შეიკრიბა. ხვალ, პრემიერ-მინისტრ სტარმერთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან, და ყველა ჩვენს პარტნიორთან ვიდეოკონფერენციით გავაგრძელებთ მუშაობას უკრაინის მხარდაჭერისთვისა და მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, – წერს მაკრონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები