სოციალურად დაუცველთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება
ამ დროისთვის ქვეყანაში 428 000-მდე დაუცველი სოციალურად დაუცველია, თუმცა მათი რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება. მიზეზი შეფასების კრიტერიუმების შეცვლაა. თუ აქამდე სოციალურად დაუცველი ოჯახების ბედს ახალი ტელევიზორი, სარეცხის მანქანა, ან კომპიუტერი წყვეტდა, ახლა მათი მდგომარეობა სპეციალური კომპიუტერული პროგრამით გამოითვლება.
მოქალაქეები სოციალურად დაუცველის დაკარგულ სტატუსს ავტომატურად ვერ აღიდგენენ. მათ სტატუსის ხელახლა მისაღებად სააგენტოს წარმომადგენლის შემოწმება თავიდან უნდა გაიარონ.
ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სოციალურად დაუცველთა ნაწილი დახმარებას დაუმსახურებლადაც იღებდა და ხელახალი გადასინჯვის შემდეგ მათ დახმარება შეუწყდებათ. “უფრო გაჭირვებულს უფრო მეტს მივცემთ, ვიდრე ნაკლებად გაჭირვებულს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ლომიძემ.