დავით მათიკაშვილი: ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოსგან ითხოვენ სრულიად წარმოუდგენელ რამეს – ბოლო ქართველამდე იბრძოლონ რუსების წინააღმდეგ

„ჩვენ ვხედავთ მოცემულობას, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნის კონკრეტული ავიაკომპანია არღვევს იმ საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც არის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული,“ – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ სანქციები არ დაუწესა რუსეთს, მაგრამ მაქსიმალურად იცავდა საერთაშორისო სანქციებს.

„ერთი მხრივ ეს ქვეყნები საქართველოსგან ითხოვენ სრულიად წარმოუდგენელ რამეს – „ბოლო ქართველამდე იბრძოლონ რუსების წინააღმდეგ“, „დაუწესონ სანქციები“ და ასე შემდეგ. მაშინ, როდესაც საქართველომ სანქციები არ დაუწესა რუსეთს, მაგრამ მაქსიმალურად იცავდა საერთაშორისო სანქციებს და ეს არაერთმა საერთაშორისო ექსპერტმა აღნიშნა შესაბამის დასკვნებში, ჩვენ ვხედავთ მოცემულობას, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნის კონკრეტული ავიაკომპანია არღვევს იმ საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც არის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები