“ჩვენ თუ ვიტყვით, რომ „გლობალური ომის“ პარტია შესუსტდა, აქ იქნება ტესტი ჩაბარებული უკვე, მათ შორის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის მხრიდან“ – მაჭარაშვილი
“ჩვენ თუ ამას ვიტყვით, რომ „გლობალური ომის“ პარტია შესუსტდა, აქ იქნება ტესტი ჩაბარებული უკვე, მათ შორის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის მხრიდან“, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
მისი განმარტებით, „დიფ სთეითის“ შესუსტება საქართველოზე პირდაპირ აისახება.
„ერთგვარი ტესტი იქნება საქართველო იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, პირველი საზოგადოება და ქართულ სახელმწიფოზე გადიოდა ეს ტესტი „გლობალური ომის“ პარტიის. შესაბამისად, ჩვენ თუ ამას ვიტყვით, რომ „გლობალური ომის“ პარტია შესუსტდა, აქ იქნება ტესტი ჩაბარებული უკვე მათ შორის აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის მხრიდან“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.