ეკა ბესელია იმ პატიმრის შვილებს შეხვდება, რომლებმაც ხეზე ხელები მიიჭედეს

  პატიმარ რუსლან პერტაიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უახლოეს დღეებში შეხდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ეკა ბესელიამ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, საქმეში დარღვევების გამოვლენისთანავე მისი კომიტეტი სათანადო რეაგირებას მოახდენს.
“ჩვენი კომიტეტის წევრი იურისტი ქუთაისშია და პატიმრის ოჯახის წევრებს პირადად ხვდება. ის დეტალურად მიიღებს ინფორმაციას, ჩვენ დავიწყებთ საკითხის შესწავლას. მზად ვარ, მეც შევხვდე მათ. მზად ვარ დეტალურად მოვისმინო რა ტიპის დარღვევებია და რა რეაგირება შეიძლება გააკეთოს კომიტეტმა“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ პატიმარ რუსლან პერტაიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ქუთაისში, სასჯელაღსრულების #2-ე დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე ლურსმნებით ხეზე ხელები მიიჭედეს.
ისინი პერტაიას უდანაშაულოდ მიიჩნევენ და უკვე რამდენიმე თვეა ციხიდან მის გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რომ საქმე ძიებაში მთავარ პროკურატურას უნდა გადაეცეს და პატიმარი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მოინახულოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები