“სასამართლოთი დადასტურდა, რომ თანხები პირდაპირ იხარჯებოდა სააკაშვილის ბოტოქსზე, მის გახდომაზე, მისი თმის მოვლაში – მე ამ საქმეს შევაფასებდი „ხალხის ფულის ჭამის საქმედ” – მახაშვილი
“სასამართლოთი დადასტურდა, რომ თანხები პირდაპირ იხარჯებოდა სააკაშვილის ბოტოქსზე, მის გახდომაზე, მისი თმის მოვლაში – მე ამ საქმეს შევაფასებდი „ხალხის ფულის ჭამის საქმედ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„ოპოზიციას თუ მოუსმენ, ყველაფერი, მათი შეფასებით, არის ოპოზიციის დევნა, მაგრამ ფაქტია, დღეს კიდევ ერთხელ, სასამართლოთიც დადასტურდა, რომ ადამიანმა, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში კორუფციის დამარცხების ეგიდით მოვიდა, საქმე ხალხის ფულის ჭამით დაასრულა. ეს, რაც ჩვენ ვნახეთ, არის 9 მილიონის, ხალხის ფულის გაფლანგვა, ხალხის ფულის ჭამა. ეს არის და ეს. ფაქტია, სასამართლოთი დადასტურდა, რომ 9 მილიონი იყო გაფლანგული ისეთ საკითხებზე, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში იყო, არც მის წარმომადგენლობასთან, არც სახელმწიფო უფლებამოსილების განხორციელებასთან. თანხები პირდაპირ იხარჯებოდა მის ბოტოქსზე, მის გახდომაზე, მისი თმის მოვლაში. საზოგადოებამ კარგად ნახა ეს, სასამართლო პროცესები საჯარო იყო და დეტალები ვნახეთ. მე ამ საქმეს შევაფასებდი ხალხის ფულის ჭამის საქმედ,” – განაცხადა მახაშვილმა.