ჭეიშვილი – ბალტიის ქვეყნებზე: ისინი არიან უაღრესად მოწყვლადები სახელმწიფო სუვერენიტეტის თვალსაზრისით; ბევრი ფაქტი ნათელყოფს, რომ ამ სახელმწიფოებს პრაქტიკულად სუვერენიტეტი დაკარგული აქვთ
“რაც შეეხება ბალტიის ქვეყნებს, რეალურად, ამ სახელმწიფოებს პრაქტიკულად სუვერენიტეტი დაკარგული აქვთ და იმყოფებიან მარიონეტის ამპლუაში”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ისაუბრა.
„რაც შეეხება ბალტიის ქვეყნებს, აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის, რომ ისინი არიან უაღრესად მოწყვლადები სახელმწიფო სუვერენიტეტის თვალსაზრისით და ძალიან ბევრი ფაქტი ნათელყოფს იმას, რომ რეალურად, ამ სახელმწიფოებს პრაქტიკულად სუვერენიტეტი დაკარგული აქვთ და იმყოფებიან მარიონეტის ამპლუაში. შესაბამისად, ამ სახელმწიფოთა წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ არ არის გაკეთებული ისევ და ისევ ეროვნული ინტერესების გადმოსახედიდან. ეს არის პირდაპირ გაწერილი ტექსტები და სცენარები, რომელთაც მათ აწვდიან შესაბამისი ინსტრუქტორები, რომლებსაც თავის მხრივ, რა თქმა უნდა აქვთ შესაბამისი ფესვები ჩრდილოვან გლობალურ ძალებთან და კონკრეტულად, რომ „დიფ სთეითში“.
ასეთი ანალიზი, რომ ბალტიის ქვეყნები თუ მოლდოვა ახლა ფიქრობს იმაზე, რომ თუკი უკრაინაში ომი დასრულდა შემდგომ რუსეთის ფედერაცია მათზე არ გადაერთოს. ეს ვფიქრობ კიდევ უფრო აღმატებული და გარკვეულწილად ოპტიმისტური შეფასება არის საკუთრივ ამ სახელმწიფოთა ხელისუფლებებისა. ვინაიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ მათ იმდენად აქვთ დაკარგული სახელმწიფოებრიობის განცდა და აღქმა, რომ ძალიან დიდი ეჭვი არსებობს, რომ ასეთი ტიპის ანალიზს თავადვე აკეთებდნენ და საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ფიქრობდნენ, არამედ ძალიან მაღალი ალბათობით ეს არის მზა „მესიჯბოქსი“, რომელსაც შესაბამისი ხელისუფლებების წარმომადგენლები აჟღერებენ და ახმოვანებენ“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.