“აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ისტორიულ მეგობრობასა და მრავალმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობას” – პაპუაშვილი
“აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის – მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ისტორიულ მეგობრობასა და მრავალმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი.
“შეხვედრაზე აღვნიშნეთ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების სიხშირე. სიმბოლური და სასიხარულოა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში პირველ ოფიციალურ ვიზიტს სწორედ ჩვენი მეგობარი ქვეყნის – აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე მართავს.
დადებითად შევაფასეთ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა, რომელიც დღეს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელების შედეგად, კიდევ უფრო გაღრმავდება.
ასევე, ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ხაზი გავუსვით კეთილმეზობლური ურთიერთობების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას. გამოვხატეთ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონული პროექტების განხორციელებაზე მუშაობის მზაობა”, – წერს პაპუაშვილი.