„ემაარ“ ჯგუფის დამფუძნებელი: საქართველოსთან დაკავშირებით კარგი მოლოდინებია; დიდი პატივია და პრივილეგია, რომ მეძლევა შესაძლებლობა, ვაკეთო ბიზნესი, ვაწარმოო ეკონომიკური საქმიანობა და ჩავდო ინვესტიციები საქართველოში

“საქართველო ფარული საგანძურია, თქვენს ქვეყანაზე მხოლოდ დადებითი მაქვს წაკითხული. ჩვენი რეგიონიდან საქართველოს სანახავად ჩასული ადამიანები მხოლოდ კარგს ჰყვებიან, ძალიან ლამაზი პეიზაჟები გაქვთ. დიდი ერი, გემრიელი საკვები და შთამბეჭდავი ისტორია გაქვთ. გაქვთ ასევე შესანიშნავი სანაპირო”, – ამის შესახებ „ემაარ“ ჯგუფის დამფუძნებელმა, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ისაუბრა.

„საქართველოსთან დაკავშირებით კარგი მოლოდინებია, ყველა მაჩვენებელიც დადებითია. დიდი პატივია და პრივილეგია, რომ მეძლევა შესაძლებლობა, ვაკეთო ბიზნესი, ვაწარმოო ეკონომიკური საქმიანობა და ჩავდო ინვესტიციები საქართველოში. ეკონომიკური გარემო და მთავრობის მიერ წარმოებული ეკონომიკური აქტივობების წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მახარებს ის ენერგეტიკა, რასაც საქართველოში ვგრძნობ, ეკონომიკური სტაბილურობა – ჩვენთვის, ყველასათვის ასე კარგად ცნობილი ეკონომიკური ზრდაა.

როდესაც ვიწყებთ პროექტს, ეს მხოლოდ მშენებლობა არ არის. ჩვენ არა მარტო ვაშენებთ, არამედ ვავითარებთ, ვუვლით, ყურადღებას ვაქცევთ მცენარეებს, ჩიტებს, ქუჩებს, ადამიანებს. ყველაფერს ვუვლით, იქნება ეს სავარჯიშო დარბაზები თუ ბავშვთა გასართობი მოედნები. ყველაფერს სწორედ ამ გზით ვსწავლობთ, თუ რა შეიძლება გავაუმჯობესოთ. საქართველოში 30 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას გამოვიყენებთ.

თუ თვალს გადავავლებთ ყველა იმ სახელმწიფოს, სადაც ვმუშაობთ, თითქმის ყველგან ჩვენი თანამშრომლები ადგილობრივი არიან. იქნება ეს სერბეთი, ალბანეთი, ლატვია, მაროკო თუ ეგვიპტე, ინდოეთი თუ საუდის არაბეთი, თუ უნგრეთი. ჩვენ უკვე ავიყვანეთ ადგილობრივი ინჟინრები, გვსურს ადგილობრივ არქიტექტორებთანაც თანამშრომლობა. ეს დიდი პროექტია, ადგილობრივებს კი ადარდებს საკუთარი ქვეყანა, ამიტომ ისინი უკეთ შეასრულებენ სამუშაოს“, – აღნიშნა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები