ირაკლი ალასანიამ სხვა და სხვა ქვეყნის თავდაცვის ატაშეებს რთველში უმასპინძლა – ფოტოკოლაჟი
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საქართველოში აკრედიტებულ სხვა და სხვა ქვეყნის თავდაცვის ატაშეებს რთველში უმასპინძლეს.
ყურძნის დაწურვასა და ჩურჩხელების ამოვლებაში უცხოელ სტუმრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა პირებმა.