ილონ მასკი: უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს, ზელენსკი დიდი სხვაობით დამარცხდება
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
„უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს. ზელენსკი დამარცხდება დიდი სხვაობით“, – წერს მასკი პლატფორმა X-ზე.