თეთრი სახლი 240 000 უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
თეთრი სახლი უარყოფს სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც აშშ 240 000 უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის გაუქმებას გეგმავს.
„ინფორმაცია გავრცელებული ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ რაზე საუბრობენ. სიმართლე: ამ დროისთვის გადაწყვეტილება არ არის მიღებული“, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა.