კიტ კელოგი: უკრაინას საკმარისი აღჭურვილობა აქვს კონფლიქტის გასაგრძელებლად
მიუხედავად აშშ-ის სამხედრო დახმარების შეჩერებისა,კიევს საკმარისი აღჭურვილობა აქვს ზაფხულამდე სამხედრო ოპერაციების გასაგრძელებლად, – ამის შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგმა განაცხადა.
„მათ აქვთ უნარი, იმ აქტივებით, გააგრძელონ ბრძოლა“, – თქვა კელოგმა ვაშინგტონში საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამოსვლისას, როდესაც ჰკითხეს, აქვს თუ არა კიევს საკმარისი აღჭურვილობა სამხედრო ოპერაციების გასაგრძელებლად.
მანამდე, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ორშაბათს, 3 მარტს, საღამოს 6 საათზე (სამშაბათი მოსკოვის დროით 02:00 საათზე) თავდაცვის სამინისტროს მიეცა ბრძანება შეუჩეროს უკრაინას დახმარება.