კრის ბოტი საქართველოშია
ამერიკელი მესაყვირე კრის ბოტი საქართველოში ჩამოვიდა. მუსიკოსი სახელოვნებო მომსახურების ცენტრ „არტ პალასის“ კომპანიის პრეზიდენტ გია ანდღულაძესთან, პაატა ბურჭულაძესა და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად საზეიმოდ გახსნის. მუსიკოსი „იავნანას“ საქველმოქმედო კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. კონცერტზე კრის ბოტისთან ერთად ვოკალისტი საიმ სმიტიც იმღერებს.
კრის ბოტის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „არტ პალასის წარმომადგენლები“ და ფონდ „იავნანას“ წევრები დახვდნენ.
მუსიკოსი თბილისში სამი დღით დარჩება.