“სალომე ზურაბიშვილი იმდენად სასაცილო ნაბიჯებს დგამს, რომ კომენტარის ღირსიც არ არის, სამოქმედო დოკუმენტი გამოაქვეყნოს და ვნახოთ” – თენგიზ შარმანაშვილი
“სალომე ზურაბიშვილი იმდენად სასაცილო ნაბიჯებს დგამს, რომ კომენტარის ღირსიც არ არის, სამოქმედო დოკუმენტი გამოაქვეყნოს და ვნახოთ, ვფიქრობ, ისეთ რაღაცას გამოაქვეყნებს, რომ ერთად ვიცინებთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
ასევე, დეპუტატმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სალომე ზურაბიშვილით ჩანაცვლების ოპერაცია იყო გაწერილი.
„ხაზარაძის განცხადებას რაც შეეხება, ამ ოთხი ხელმოცარული ორგანიზაციის ლიდერად ჰყავდათ დანიშნული და ეს ოპერაცია დიდი ხნის წინ დაიწყეს. მიშა სააკაშვილის ჩანაცვლების ოპერაცია იყო სალომე ზურაბიშვილით. მათსავე პარტიებს შეხედეთ. სააკაშვილის გასათავისუფლებლად რაიმე სერიოზული ნაბიჯი გადადგეს? ეს იყო გათამაშებული სპექტაკლები. დიდი ხანია, სალომე ზურაბიშვილი ლიდერად დანიშნეს „დიფ სთეითისგან“, რასაც ვულოცავ, რადგან ვიდრე ასეთი ლიდერები ეყოლებათ, შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.